суббота, 27 декабря 2008 г.

ომს სახე არ აქვს ...
ომი...არადა სიტყვა ძალიან მოკლეა,და მაინც რატომ იწვევს ის დაუსრულებელ ძრწოლას და შიშს ყველაში ვისაც შეხებია და არ შეხებია,ვისაც უბრძოლია ან არა, ვისაც დაუკარგავს ყველაფერი ან არაფერი ...იქნებ იმიტომ რომ არ არსებობს ომი, რომელიც სიკეთეს ტოვებს.ის ფიგურებს ძერწავს,ქმნის, გარდაქმნის, აბოროტებს და აქრობს. რა ხდება მერე?!...რა რჩება თაობებს?!...ბევრი ტერიტორიები?..შუაზე გაყოფილი ქვეყანა? თუ დაკარგული ახლობლები და შერყეული ფსიქიკა????????.................. და მაინც შედგი ჩატეხილი ხიდია რომელსაც ადამიანებს და ერებს შორის ტოვებს იგი....



რა არის ომის ნამდილი სახე?.. დაუსრულებელი კითხვები მიჩნდება, ის რომ ვიდარდებთ, ვიგლოვებთ, განვიცდით, მაგრამ ისევ ვიომებთ,ისევ თავიდან დავიწყებთ განცდილის განცდას,ისევ მოვკვდებით, მაგრამ ძველი ომის სიმწარე რატომღაც ხელს არ გვიშლის ახლის წამოწყებაში....
...... და მაინც ომს სახე არ აქვს... ომი ბოროტებაა, ბოროტება კი სიკეთის ნაკლოვანებაა მხოლოდ....
ნ.იაკობიშვილი XIIკლასი. ნახატები ეკუთვნის ქ. რობიტაშვილიXIIკლასი; ნატო ხვიჩიაXკლასი.

Комментариев нет:

Отправить комментарий